пятница, 6 июня 2014 г.

როდოსის კოლოსი


ამ კითხვაზე პასუხი ისეთივე ზეაღმტაცი ისტორიაა გმირობისა, როგორც თავად ქანდაკების შექმნა. როდოსი, მცირე აზიის სამხრეთ დასავლეთი სანაპიროს მცირე კუნძული, მუდამ დიდი სტრატეგიული და კომერციული მნიშვნელობის პუნქტი იყო. ჯერ კიდევ მიკენის ეპოქაში (1500 წ. ქრისტემდე) მისი მოსახლეობა გამოირჩეოდა ზღვაოსნობით და ვაჭრობით; მათ ჰქონდათ კონტაქტები კუნძული კრეტის ცივილიზაციასთან, ხოლო მოგვიანებით, როდესაც დორიელმა ბერძნებმა დაიწყეს როდოსის კოლონიზაცია, დაახლოებით 1000 წ. ქრისტემდე, მათ ააშენეს მის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ნავსადგური და ქალაქი, რომელიც ათენს უწევდა მეტოქეობას. ლითონის დამუშავების ხელოვნებით როდოსელნი სახელგანთქმულები იყვნენ ნილოსიდან ევფრატამდის და ერთხანს ისე გამდიდრდნენ. რომ ათენელებსაც კი შური აღეძრათ, ვინაიდან როდოსელებმა საბოლოოდ გადააჭარბეს მათ სიმდიდრით. ამასობაში მათი საზღვაო ვაჭრობა ვითარდებოდა და მათი კეთილდღეობა იზრდებოდა. ერთხანს ისინი ემორჩილებოდნენ მაუზულუსს, კარიელ მეფეს მცირე აზიაში, რომლის აკლდამაც მოგვიანებით გადაიქცა სამყაროს ერთ-ერთ საოცრებად; შემდეგ, მეხუთე საუკუნეში, როდოსი დაიპყრო სპარსეთის მეფემ დარიოსმა, რომელმაც იგი შეუერთა თავის იმპერიას. 340 წელს ალექსანდრე დიდმა დაიპყრო კუნძული; რამდენადაც იგი მაკედონელი იყო და ელინი როდოსელთა მსგავსად, მის მიერ დადგმული უღელი არ იყო მძიმე. ალექსადრეს სიკვდილის შემდეგ ისინი გათავისუფლდნენ მისი უღლიდან და აქედან დაიწყო მათი აღზევება. ისინი ეზიდებოდნენ აზიურ ნაწარმს ალექსანდრიაში ხოლო იქიდან ეგვიპტურს ავრცელებდნენ მთელს ხმელთაშუაზღვის აკვატორიაში. პტოლემესეულ დედაქალაქთან ამ მჭიდრო კავშირმა მოუტანა ომი როდოსელებს. როდესაც პტოლემე I ჩაება ომშიანტიგონესთან, მაკედონიის მართველთან, როდესელებმა მხარი დაუჭირეს პტოლემეს გემებით. ანტიგონემ არ დაივიწყა ეს და 307 წ. ქრისტემდე გაგზავნა მძლავრი დამსჯელი ექსპედიცია როდოსზე, თავისი ვაჟის დემეტრიოსის სარდლობით. 40 000 კაცი ახლდა დემეტრიოსს, რაც როდოსის მთელი მოსახლეობას აღემატებოდა, მაგრამ მათი შეუპოვარობით, მამაცობით და პტოლემეოსის დახმარებით მტერი დაამარცხეს და განდევნეს. მის საპატივცემულოდ კი ააგეს მზის ღვთაების ჰელიოსის ქანდაკება თავიანთი ნავსადგურის კარიბჭესთან. მისი აგება კი დაეკისრა ლისიპე ქარესს, რომელიც იყო ალექსანდრეს საყვარელი მოქანდაკე, პტოლემე კი ალექსადრეს გენერალი. აგრეთვე მამაცურად იბრძოდა როდოსის დასაცავად მტრის წინააღმდეგ. ძვ. წ. 224 წლისათვის როდოსი დანგრეულ იქნა მიწისძვრის მიერ. მიუხედავად იმისა, რომ საბერძნეთის და ეგვიპტის ყველაზე დახელოვნებულმა ინჟინრებმა სცადეს ქანდაკების ხელახლა აღმართვა, ყოველ მათგანს ხელი მოეცარა. ეს წაქცეული გოლიათი მიწაზე იწვა თითქმის 800 წელს. მერმისში 667 წელს ქრისტეს შემდეგ, არაბებმა დაიპყრეს როდოსი და მიჰყიდეს ქანდაკება ებრაელ ვაჭარს ლითონის სახით. მან წაიღო სამასი ტონა ბრინჯაო 900 დატვირთული აქლემით. დღესდღეობით არც ერთი ნამსხვრევი არ არის შემორჩენილი და ვერც ვერავინ გეტყვით, თუ ზუსტად სად იდგა კოლოსი. შემორჩა მხოლოდ რამოდენიმე წერილობითი ხელნაწერი

Комментариев нет:

Отправить комментарий