пятница, 6 июня 2014 г.

ჰალიკარნასის მავზოლეუმი


მაუზოლუსი იყო მმართველი კარიის პროვინციის მართველი, ცხოვრობდა ქრისტეს შობამდე მეოთხე საუკუნეში. მის შესახებ მცირე ცნობებია შემორჩენილი. იგი იყო ენერგიული მეომარი. დაიპყრო როდოსი და ერთხანს ბატონობდა მეზობელ ლიკიის სახელმწიფოზე. მაგრამ იგი მაინც რჩებოდა სპარსეთის სატრაპად. მისი სახელი შემოვიდა თანამედროვე ენაში და დაიმკვიდრა როგორც სიტყვა "მაუზოლეუმი" მისი მეუღლის, არტემიზიას ერთგულების წყალობით. თავისი ქმრის გარდაცვალების შემდეგ 353 წ. ქრისტეს შობამდე მან დააგზავნა ემისრები საბერძნეთში, რათა თავი მოეყარათ საუკეთესო ხელოვანთათვის, მოქანდაკეთათვის, ბრინჯაოს ხელოსანთათვის და სხვა მოხელეთათვის და ჩამოეყვანათ ისინი დედაქალაქში. ჩვენ ვიცით ზოგიერთი მათგანის სახელი: არქიტექტორები: სატიროსი და პითიასი; მოქანდაკენი: სპოპასი(რომელიც განთქმული იყო მოძრაობის ხაზებში გადმოცემის საოცარი ხელოვნებით), ლეოხარესი, ბრიაქსისი და ტიმოთეოსი. ესენი იყვნენ მთავარი ხელოსანნი; ეჭვგარეშეა რომ მათ კიდევ მრავალი ხელოსანნი ახლდათ თან. არტემიზია არ მოსწრებია მის დასრულებას მაუზოლუსის სიკვდილის შემდეგ ისიც ორ წელიწადში გარდაიცვალა: მაგრამ ხელოვანთ გადასწყვიტეს, ძველი ისტორიკოსების სიტყვით, დაესრულებინათ აკლდამა "თავისი სახელისა და ხელოვნების უკვდავსაყოფად".ბაქანზე ძირითადი ნაგებობა იდგა; ქვედა სართულში სარკოფაგის ოთახი იყო მარმარილოსი, ოთხკუთხა, ოთხივე მხარე სკულპტურული რელიეფით დამშვენებული. მასზე აღმართულიყო 36 იონიური სვეტი მოთეთრო-ოქროსფერი მარმარილოსი. ისინი შესდგომოდნენ ლავგარდანებს, აგრეთვე მდიდრული ჩუქურთმებით დამშვენებულთ, ხოლო მათ ზევით ატყორცნილი იყო საფეხურისებრივი პირამიდა ისეთი მსუბუქი და გრაციოზული, რომ, მისი მნახველების სიტყვით, იგი თითქოსდა ჰაერში დაფარფატებდა. პირამიდის ბრტყელ ზეთავს აგვირგვინებდა კოლოსალური სკულპტურული ჯგუფი თეთრი მარმარილოსი: ეტლში შებმული ოთხი ცხენი ოქროსა და ბრინჯაოს მოსართავებით. ეტლში ორი ფიგურა იდგა სადავის მპყრობელი მამაკაცისა და მის გვერდზე ქალისა. მამაკაცი მაუზოლუსი იყო თავად; ქალი კი ალბათ ათენა, მაგრამ შესაძლოა არტემიზიაც. ძეგლი 140 ფუტი სიმაღლისა და იოლად წარმოსადგენია სკულპტურული ჯგუფის ზომა მიწის დონიდან დანახული. ეს ჩვენი პირველი შთაბეჭდილებაა-ბრწყინვალების, ღირსებისა და სიდიადისა-მარგალიტივით შენობა მწვანე კვიპროსების, შევერცხლილი ზეთისხილებისა და ლურჯი ზღვის ფონზე. მაგრამ ახლოდან მეორე კონსტრასტული შთაბეჭდილება მოგველოდა მძლავრი, დაუცხრომელი მოძრაობისა. მაუზოლეუმის ქვედა ნაწილში სამი სკულპტურული რიგი იყო: ბერძნების ბრძოლა ამორძალებთან, გააფთრებული კენტავრების ბრძოლა ლაპიტებთან, ეტლემის მარულა, დაძაბული მხედრები, გაფრენილი ფაფარაშლილი ბედაურები და ყოველივე ეს თეთრ მარმარილოში როდი იყო გაყინული; ისინი შეფარდებულნი იყვნენ, - როგორც თითქმის ყველა ბერძნული ქანდაკება - ხორცი წითლად. სამოსი თეთრად, მწვანედ და ოქროსფერად, ხოლო მეომრების საჭურველი, აბჯარი და ცხენთა აღკაზმულობა - ოქროსა და ბრინჯაოსფრად. ერთი ავტორი წერს: "ამის შედეგი იყო მშვენიერი სურათი რიტმული მოძრაობისა მთელ რიგში. ბრძოლის ომახიანობა და სიფიცხე არსად გამოსახულა მეტი ძალმოსილებით".
ამ დიდების არც ერთი ნამუსრევი აღარ არის შემორჩენილი დღეს ჰალიკარნასოსში. მაუზოლუსის არც ერთი სურათი არ შემორჩენილა, თანამედროვეთა აღწერები კი, რომელთაც ჩვენ ვფლობთ, მცირეა და არასაკმაო. ვით აღვადგინოთ მაშ შენობის სურათი? კითხვაზე ნაწილობრივ პასუხს გვაძლევს არქეოლოგია. არტემიზიას მონუმენტი, როგორც ჩანს, არსებობდა თხუთმეტი საუკუნე, ქრისტეს შემდეგ მეთორმეტე საუკუნემდე და უფრო მოგვიანებითაც. მაგრამ 1402 წელს, იერუსალიმის წმ. იოანეს ორდენის ჯვაროსნებმა დაინახეს სტრატეგიული მნიშვნელობა ჰალიკარნასოსისა (ანუ ბუდრუმისა, როგორც მას იმჟამად ეწოდებოდა) და დაიწყეს იქ ციხესიმაგრის მშენებლობა. მეთორმეტედან მეთოთხმეტე საუკუნემდე, ქრისტეს რაინდები, პალესტინიდან გამოდევნილნი, აგებდნენ სიმაგრეებს ხმელთაშუაზღვის მთელ აუზში- კვიპროსზე, როდოსზე და მცირე აუზის მთელ სანაპიროზე. ჰალიკარნასოსი შერჩეულ იქნა როგორც მძლავრი სიმაგრე და დაიწყო ნგრევის სამუშაოები. ამ შენობის ქვის გარდა საკმაო სამშენებლო მასალა იყო ირგვლივ და ძველი ბერძნული ქალაქის ნანგრევების სახით.თავდაპირველად, როგორც ჩანს, მაუზოლიუმის ზედა თავი დაირღვა. ჩვენ ვიცით რომ 1472 წელს იგი დანგრეული იყო მაგრამ 50 წლის შემდეგ ახალი საფრთხე გამოჩნდა. სულთანმა სულეიმანმა დაიწყო დიდი შეტევისთვის მზადება ჯვაროსნების წინააღმდეგ, რომელთაც ეპყრათ როდოსი და მცირე აზიის სანაპირო. წმ. იოანეს ორდენის დიდოსტატმა იწყო მზადება წინააღმდეგობისათვის და ბრძანა ციხის შეკეთება. ამ დროისათვის, 1522 წ. , მაუზოლეუმის დანარჩენი ნაწილი დაარღვიეს საძირკვლამდე, ხოლო მარმარილოს კირისაგან კარი გამოსწვეს. ამჟამინდელ მატეანეთა მიხედვით, ჯვაროსნებმა შეაღწიეს შიდა აკლდამაში, რომელიც ალბათ საძირკველში მდებარეობდა, და იპოვნეს მაუზოლუსის სარკოფაგი. აკლდამის კედლები დამშვენებული იყო ბარელიეფბით, რომელიც დალეწეს მძარცველებმა და, როგორც ჩანს კირად აქციეს. არსებობს გადმოცემა, რომ მათ მხელი არ ახლეს სარკოფაგს, ვინაიდან უკვე დაღამდა და ჩამობნელდა. ისინი დილით კვლავ მობრუნდნენ სიმაგრეში რათა დაეთვალიერებინათ სარკოფაგი, მაგრამ იგი უკვე გაძარცვული აღმოჩნდა ადგილობრივი ქურდემის მიერ. როგორიც არ უნდა იყოს სიმართლე კარიის მეფისა და მისი დედოფლის გვამები რომელთაც არავინ შეხებია 18 საუკუნის განმავლობაში, გაიძარცვა და როგორც ჩანს, განადგურდა. წერილობითი მონაცემების შესწავლისას და ფრაგმენტების დეტალური შესწავლის გზით, არქეოლოგებმა შეძლეს შენობის თავდაპირველი სურათის აღდგენა. სკულპტურული და არქიტექტორული დეტალები დღემდე ინახება ბრიტიშ მუზეუმის სპეციალურ დარბაზში, რომელსა მაუზოლეუმის დარბაზი ეწოდება.

Комментариев нет:

Отправить комментарий