გაიუს ოქტავიანე ავგუსტუსი (ლათ. IMPERATOR CAESAR DIVI FILIVS AVGVSTVS) (დ. 23 სექტემბერი, ძვ. წ. 63 ― გ. 19 აგვისტო, 14) — რომის იმპერატორი ძვ. წ. 27 წლიდან. რომის პირველი იმპერატორი. ავგუსტუსის სახელს უკავშირდება აგრეთვე მეორე ტრიუმვირატის შექმნა, რომელსაც ანტონიუსი და ლეპიდუსი ხელმძღვანელობდნენ. თავიდან, სანამ ოქტავიანე მამობილის იულიუს კეისრის მემკვიდრეობას მიიღებდა, მასა და ტრიუმვირატს შორის კარგი ურთიერთობა სუფევდა. მაგრამ როდესაც დადგა დრო ძალაუფლების ხელში აღებისა, მას ანტონიუსთან დაპირისპირება მოუხდა. ავგუსტუსსა და ანტონიუსს შორის გამარჯვება ავგუსტუსს დარჩა, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის მის მეგობარსა და ფლოტილიის ხელმძღვანელ აგრიპას. ანტონიუსისა და ავგუსტუსის ფლოტილიების დაპირისპირება მოხდა საბერძნეთის დასვლეთ სანაპიროსთან, აქციუმთან. ანტონიუსს ისტორიისათვის ჯერაც გაურკვეველი მიზეზების გამო უღალატა საკუთარმა საყვარელმა ეგვიპტის დედოფალმა კლეოპატრამ და ეგვიპტელთა ფლოტმა ბრძოლა მიატოვა. ანტონიუსმა ბრძოლა წააგო და ეგვიპტეში დაბრუნდა. მაგრამ იქ ნაპირზე გადასვლისთანავე ეგვიპტის მთავარი ქურუმის გაგზავნილმა ხალხმა მოკლა. ეგვიპტეში ჩასულ ოქტავიანეს კლეოპატრა შემოეგება, თუმცა ოქტავიანემ მას დიდი ყურადღება არ მიაქცია, რის გამოც კლეოპატრამ თავი მოიკლა. ოქტავიანეს სახელს უკავშირდება დიდი დაპყრობითი ომები რაინს აღმოსავლეთით და ბრიტანეთის კუნძულზე. ოქტავიანეს მემკვიდრე არ ჰყავდა, ყველა მისი შთამომავალი ძალზე ახალგაზრდა დაიღუპა. საკუთარი სურვილის წინააღმდეგ და ძალდატანებით, მან მემკვიდრედ გამოაცხადა ტიბერიუსი, თავისი მეორე მეუღლის, ლიბიის შვილი მისი პირველი ქორწინებიდან.ოქტავიანეს დროს განვითარდა პოლიტიკა გაძლიერდა ქვეყნის საზღვრები , ოქტავიანეს დრო ''ოქროს ხანად'' იქცა რომის იმპერიისთვის.
რომის იმბერიის ფარგლები ოქტავიანეს დროს
რომის იმბერიის ფარგლები ოქტავიანეს დროს
Комментариев нет:
Отправить комментарий