იმერეთი
იმერეთი — დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი ისტორიულ-გეოგრაფიულ მხარე, ამჟამად იმერეთის მხარის ნაწილი. ვრცელი მნიშვნელობით იგი დასავლეთ საქართველოს ისტორიული სახელწოდებაა, ისევე როგორც ძველი კოლხეთი, ეგრისი, აფხაზეთი.
საკუთრივ იმერეთი შემოსაზღვრულია აღმოსავლეთით ლიხის ქედით, დასავლეთით ცხენისწყლით, ჩრდილოეთით კავკასიონის ქედით და სამხრეთით ფერსათის, ანუ მესხეთის მთებით. სახელწოდება დაკავშირებულია ამ მხარის მდებარეობასთან, იმერეთი, ანუ ლიხსიქითა მხარე.
იმერეთი იყოფა ორ ნაწილად: ზემო და ქვემო იმერეთად. იმერეთის ტერიტორიაზე აღმოჩენილი არქეოლოგიური ძეგლები ადასტურებს, რომ ამ მხარეში ადამიანს ცხოვრება, ჯერ კიდევ, ქვედა პალეოლითის ხანაში დაუწყია. მათ შორისაა საკაჟიის და ჭახათის (მდ. წყალწითელას ნაპირზე), დევისხვრელის (მდ. ჩხერიმელას ნაპირზე) გამოქვაბულები, სათაფლიის მიდამოები და სხვა. საქალაქო ცხოვრების უძველესი პერიოდის არქეოლოგიური ძეგლები ნაპოვნია ქუთაისში, ვანში, ვარციხეში (როდოპოლისი), შორაპანში და სხვა. მხარის ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობის გამო ამ ქალაქებს ოდითგანვე დიდი სტრატეგიული, ეკონომიკური და პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა.
იმერეთის ღირსშესანიშნაობები
გელათი
გელათის მონასტერი — ქართული ხუროთმოძღვრული ანსამბლი, შუა საუკუნეების საქართველოს უმნიშვნელოვანესი ცენტრი. აგებულია ქ. ქუთაისის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით 11 კმ-ზე, მდინარე წყალწითელის ხეობაში. დაარსებულია 1106 წელს დავით აღმაშენებლის თაოსნობით. შემოზღუდულია გალავნით. ანსამბლში შედის სხვადასხვა დროინდელი (ძირითადად XII-XIII სს.) შენობები. შეტანილია იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.
ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ცენტრალურ-გუმბათოვან მთავარ ტაძარს ორ ბოძსა და საკურთხეველის კედლებზე დაყრდნობილი გუმბათი აქვს, აღმოსავლეთ მხარეს კი - სამი წახნაგოვანი შვერილი აფსიდი. ეკლესიისათვის სხვადასხვა დროს მიუშენებიათ: დასავლეთ მხარეს - სტოა, სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან კი ეკვდერები. ტაძრის ფართობი მინაშენების ჩათვლით დაახლოებით 35 მ x 36 მ სიმაღლე 34 მ-მდე. გარედან ტაძარი მოპირკეთებულია ეკლარის თლილი ქვით, ფასადები დამუშავებულია რთული რიტმის დეკორატიული თაღედებით და თითქმის სრულიად მოკლებულია ჩუქურთმებს. ფართო და უხვად განათებული შიგა სივრცე საზეიმო შთაბეჭდილებას ტოვებს. კედელ-კამარები ერთიანად დაფარულია სხვადასხვა დროის მხატვრობით.
კაცხის სვეტი
კაცხის სვეტი, კირქვის სვეტისებრი დენუდაციური „მოწმე“ — შთენილი კლდე სოფელ კაცხში.
მდებარეობს ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მდინარეების კაცხურისა (ყვირილის მარჯვენა შენაკადი) და ღვითორის (ბუჯის მარცხენა შენაკადი) წყალგამყოფზე.
სვეტის სიმაღლე 40 მეტრია. ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ კაცხის სვეტი თავდაპირველად მონოფიზიტ განდეგილთა სამყოფელს წარმოადგენდა, თუმცა ეს მოსაზრება საყოველთაოდ არაა გაზიარებული, სათანადო არგუმენტაციის არქონის გამო. სვეტის ზედა ბაქანზე დგას ორი მცირე ზომის ეკლესია (დღეისათვის ისინი ნანგრევების სახითაა შემორჩენილი). ასეთ ადგილებში სამლოცველოების აგებას მკვლევრები უკავშირებენ მესვეტეობას, რომელიც VI საუკუნეში გავრცელებული იყო წინა აზიასა და, უპირველეს ყოვლისა, სირიაში, რომელთანაც ქრისტიანულ საქართველოს მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა. ერთი ეკლესია (V ს.) მშრალადაა ნაშენი ადგილობრივად მოპოვებული, უხეშად დამუშავებული ქვით, აფსიდი კლდეშია გამოკვეთილი. მეორე (VI ს.) ნაგებია ქვემოდან აზიდული კარგად გათლილი კვადრებით, აქვს კრიპტა (ქვედა სართული - სამარხი). არავინ იცის ზუსტად როდის შეწყდა რელიგიური ცხოვრება კაცხის სვეტზე, მაგრამ ვახუშტი ბატონიშვილის დროს აქ ბერები აღარ მოღვაწეობდნენ. კაცხის სვეტის არქიტექტურული ძეგლები 1944 წელს ალექსანდრე ჯაფარიძის ხელმძღვანელობით მთასვლელთა ჯგუფმა ინახულა. ბოლო პერიოდამდე კაცხის სვეტზე ასვლა, ალპინისტური აღჭურვილობის გარეშე, შეუძლებელი იყო. დღეისათვის კაცხის სვეტზე ასვლა შესაძლებელია ყველა მსურეველისთვის. აღდგენილია სვეტის ძირში და თავზე არსებული სამლოცველოები, რაც სვეტზე ამჟამად მოღვაწე ბერი მაქსიმეს დამსახურებაა.
ნუნისი
ნუნისი — სოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის ხარაგაულის მუნიციპალიტეტში (ზვარის თემში. მდებარეობს მესხეთის ქედის ჩრდილო კალთაზე, მდინარე ნუნისისწყლის ხეობაში. ზღვის დონიდან 920 მ, ხარაგაულიდან 27 კმ. უახლოეს რკინიგზის სადგურ მოლითიდან 7კმზე.სოფელში დგას ნუნისის ღვთისმშობლის ეკლესია
სოფელ ნუნისს დიდი ხნის ისტორია აქვს. ჯერ კიდევ ვახუშტი ბატონიშვილს აქვს მოხსენიებული ნუნისის წყალი, როგორც საამო და მარგებელი.ნუნისის აღმოჩენის შესახებ მრავალი ლეგენდა არსებობს. ერთ-ერთი მთავარი მათგანი დავით აღმაშენებლის სახელს უკავშირდება. ლეგენდა მოგვითხობს, რომ დავით მეფე ბრძოლიდან ბრუნდებოდა. დაღლილ სახედრებს კანი მთლიანად გადატყაული ჰქონდათ, როდესაც პირუტყვები ნუნისის წყალში შესულან, ჩაწოლილან და დიდხანს ვერ აუყენებიათ. წყალს მათი დაწყულებული კანი მალე განუკურნავს. დავითს სოფელი მოსწონებია და იქ ეკლესიის აგება უბრძანებია.
ამ ადგილას მდებარეობს გამაჯანსაღებელი და ბუნების სილამაზით სახელგანთქმული ბალნეოლოგიური კურორტი “სამთა ნუნისი”, რომელიც ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის სამხრეთ–აღმოსავლეთ ნაწილში, ლიხის ქედის მთისწინეთში, ზღვის დონიდან 750 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. ნუნისის უნიკალურ მიკროკლიმატს ქმნის შერეული, ფოთლოვანი და წიწვოვანი ტყე. კურორტს კვეთს მდინარე ნუნისის წყალი.
კურორტი არსებობს 1856 წლიდან. ნუნისი ოდითგანვე ცნობილია სამკურნალო თვისებების მქონე მინერალური (ბალნეოლოგიური) წყლებით. აქ დასვენება განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვისაც კანისა და ნერვულ ნიადაგზე გამოწვეული დაავადებები აწუხებთ. აქ შესაძლებელია ზვარეს მინერალური წყლის დალევაც. ზვარეს წყალი ასევე სამკურნალოა და ის დაბალ მჟავიანობას აბალანსებს.
გაზაფხულზე, ფიჭვებისა და ნაძვების ყვავილობის დროს, ნუნისის ჰაერს საოცარი გამაჯანსაღებელი ეფექტი აქვს. ამ დროს ნუნისის ჰავა განსაკუთრებით მარგებელია ფილტვებისა და ბრონქებისათვის. კურორტ ნუნისში მიიღებთ ესთეტიურ თერაპიასაც. საოცარი ბუნება დაგამშვიდებთ და უფრო ჯანმრთელს გაგხდით.
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი – ეროვნული პარკი ცენტრალურ საქართველოში, მცირე კავკასიონის რეგიონში, თბილისიდან სამხრეთ-დასავლეთში.
ერთ-ერთი უდიდესი ეროვნული პარკი ევროპაში, მოიცავს 6 ადმინისტრაციულ ერთეულს, კერძოდ ბორჯომის, ხარაგაულის, ხაშურის, ახალციხის, აბასთუმნის და ბაღდათის ტერიტორიებზე.
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია მოიცავს - საკუთრივ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკს, ბორჯომის სახელმწიფო ნაკრძალს( IUCN-ის კატეგორია I, დაარსდა 1935 წელს, ფართობი 14 820,6 ჰა, შექმნის მიზანი - უნიკალური ტყის მასივებისა და კავკასიური კეთილშობილი ირმის Cervus elaphus maral დაცვაა) და ნეძვის აღკვეთილს ( IUCN-ის კატეგორია IV, 8992 ჰა, დაარსდა 1995 წელს კავკასიური სოჭის( Albies nordmanniana), უნიკალური კორომებისა და ფოცხვერის (Lynx lynx)დაცვის მიზნით)
პარკი დაარსდა 1995 წელს და მისი მთლიანი ფართობია 85 047 ათასი ჰექტარი, რომელიც წარმოდგენილია კარგად შენახული და დაცული ტყის ჰაბიტატებით, იშვიათი და განუმეორებელი ფლორითა და ფაუნით, თვითმყოფადი და განუმეორებელი ლანდშაფტებით.
ტურისტულ და მეცნიერულ ინტერესს იწვევს გეოგრაფიული და ეკოლოგიური ზონების მრავალფეროვნება, მდიდარი ცხოველთა სამყარო და მრავალფეროვანი მცენარეული საფარი. დაცულ ტერიტორიაზე მდებარე ისტორიული ძეგლები პარკს ქართული კულტურით დაინტერესებულთათვისაც მიმზიდველს ხდის.
პარკში შექმნილია ტურისტული ბილიკები და ინფრასტრუქტურა, მუშაობს 9 ტურისტული მარშრუტი, რომელთა გასწვრივაც მოწყობილია ტურისტული თავშესაფრები, აქტიურად ხორციელდება ეკოსაგანმანათლებლო ქმედებები, აღირიცხება პარკში არსებული ფლორისა და ფაუნის იშვიათი და საფრთხის წინაშე მყოფი სახეობები და ხორციელდება მათი In-situ კონსერვაცია.
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პირველი ეროვნული პარკია კავკასიაში.რასაც ადასტურებს 2007 წელს მისი გაწევრიანება ევროპის დაცული ტერიტორიების ქსელში PAN Park. ეროვნულმა პარკმა 2010 წელს განმეორებით მიიღო PAN Park - ის სერტიფიკატი, რაც კიდევ ერთხელ ნიშნავს პარკის ბუნებრივი ფასეულობების და ტურისტული პოტენციალის საერთაშორისო აღიარებას.
ბაგრატის ტაძარი
ბაგრატის ტაძარი — ღვთისმშობელის მიძინების სახელობის ტაძარი აგებული X-XI საუკუნების მიჯნაზე, ბაგრატ III-ის (975-1014) მეფობაში, ქუთაისში, „უქიმერიონის გორაზე“.ჩრდილოეთი კედლის წარწერის თანახმად, „ქ. ოდეს განმტკიცნა იატაკი, ქორონიკონი იყო 223“ (1003). თავისი ხუროთმოძღვრული და მხატვრული ღირსებით ბაგრატის ტაძარს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქართული არქიტექტურის ისტორიაში, როგორც განვითარებული შუა საუკუნეების დროინდელი სტილის საბოლოოდ დამამკვიდრებელ ნაწარმოებს. XVII საუკუნის დასასრულამდე ძეგლი უვნებლად იდგა. 1692, როგორც ვახუშტი მოგვითხრობს, „შემუსრეს ოსმალთა“. XIX საუკუნის 30-იან წლებამდე შემორჩენილი იყო ტაძრის სამხრეთი და დასავლეთი კარიბჭეებიც, რასაც მოწმობს მხატვარ ნ. ჩერნეცოვის ჩანახატები.
აგრატის ტაძარი ტრიკონქის ტიპის ჯვარგუმბათოვანი ნაგებობაა. გუმბათი ოთხ მძლავრ ბურჯს ეყრდნობოდა, ჯვრის შვერილი მკლავები გარედან სწორკუთხა, შიგნით კი (აღმოსავლეთ, სამხრეთ და ჩრდილოეთ მხარეს) - ნახევარწრიული აფსიდებით იყო დასრულებული. შიგნითვე დასავლეთის მკლავს შემოუყვებოდა პატრონიკე - გალერეა, სადაც წირვა-ლოცვისა და დღესასწაულების დროს მეფე-დედოფალი და დიდებულები იდგნენ. საკურთხევლის ორსავ მხარეს სამკვეთლო და სადიაკვნე იყო. მშენებლობის დამთავრებამდე ძეგლს ჩრდილოეთ-დასავლეთიდან სამსართულიანი საცხოვრებელი კოშკი, ხოლო XI საუკუნის I ნახევარში სამხრეთიდან და დასავლეთიდან მდიდრულად მოჩუქურთმებული კარიბჭები მიაშენეს.
სათაფლია
სათაფლიის კარსტული მღვიმეები — კარსტული მღვიმეების ჯგუფი დასავლეთ საქართველოში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში (იმერეთი). ქუთაისის ჩრდილო-დასავლეთით 7 კმ-ზე. მღვიმეები განლაგებულია სათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალის ტერიტორიაზე.
მღვიმეთა აბსოლუტური სიმაღლე მერყეობს 275 მეტრიდან 405 მეტრამდე. სათაფლიის მღვიმეთა ჯგუფი მდიდარია, როგორც ესთეტიკურად, ისე ფაუნისტური და ფლორისტული სახეობების სიმრავლით. ამ ტერიტორიაზე განლაგებულია კოლხური ტყე, რელიქტური და ენდემური ნიმუშებით და დინოზავრის ნაკვალევით.
საკუთრივ სათაფლიის მღვიმე ერთ-ერთია იმ 5 გამოქვაბულიდან რომელიც გამოყენებულია ტურისტული მიზნით. საკუთრივ სათაფლიის მღვიმე მდებარებს სამგურალის სერზე, ზღვის დონიდან 360 მეტრზე. იგი გამომუშავებულია ქვედაცარცულ შრეებრივ კირქვებში. მღვიმის შესასვლელი ძაბრისებრი ღრმულის ფსკერზე მდებარეობს. წინა ნაწილში გვხვდება ეროზიული საფეხურები. შესასვლელიდან დაახლოებით 100 მეტრში არის ულამაზესი „გუმბათოვანი დარბაზი“, ხოლო 150 მეტრში „ნაღვენთების სასაფლაო“. მღვიმეს აქვს განშტოებებიც. სათაფლიის მღვიმის ჯამური სიგრძეა დაახლოებით 900 მეტრი. სიმაღლე – 10 მეტრს აღემატება, ხოლო სიგანე უდრის 14-15 მეტრს.
ჩასასვლელშივე ყურადღებას იპყრობს წყლის ჩხრიალი, რომელიც იქვე ხელმარცხნივ ბნელი ყელიდან მოისმის. ეს ის ბუნებრივი ხვრელია საიდანაც ჭაბუკიანი პირველად შემოვიდა ამ მღვიმეში. მღვიმეში სტალაქტიტების და სტალაგმიტების ტყეა. დარბაზის ცენტრში აღმართულია დიდი ზომის სოკოსებრი სტალაგმიტი და მოქმედი სტალაქტიტი, საიდანაც ნაჟური წყალი მოედინება. სტალაქტიტები და სტალაგმიტები ზოგან ერთდება და ქმნის დიდი ზომის სვეტებს, რომლებიც სტალაქტიტებით შემკობილ ჭერთან და კედლებთან ზღაპრულ ნაგებობათა შთაბეჭდილებას ტოვებს.
მღვიმე მდიდარია ქიმიური წარმონაქმნებით – გარდა სტალაქტიტებისა და სტალაგმიტებისა მღვიმეში მოიპოვება სვეტები , ლოდნარები, ნაზვავები და თიხის სქელი ნაფენები. მღვიმის ჰავა სტატიურია და უდრის 11-12 გრადუსს. აქვეა ოღასყურას მიწისქვეშა დინება. ზამთრის პერიოდში ნაკადის დინება მერყევია. ორგანული სამყარო შეიცავს ობობებს, მტკნარი წყლის მოლუსკებს, სხავასხვა ჭიებს, სოკოებს, ხავსებსა და სხვ. სათაფლიის მღვიმე ადვილი მისადგომია (თუ არ ჩავთვლით მის განშტოებებს). მღვიმე 1925 წელს აღმოაჩინა პეტრე ჭაბუკიანმა პირველყოფილი ადამიანის სადგომის ძებნის დროს.
სათაფლიის II მღვიმე მდებარეობს საკუთრივ სათაფლიის მღვიმიდან დასავლეთით 700 მეტრზე და მას ასევე გეოგრაფიის ინსტიტუტის მღვიმე ეწოდება. იგი წარმოადგენს შრეთაშორის დაღმავალ მღვიმეს. შესასვლელი ვიწროა. ფსკერი დასერილია კარული ზედაპირებით. შესასვლელიდან დაახლოებით 80 მეტრზე იხსნება პირველი დიდი დარბაზი. გამოსაყოფია ასევე „გიგანტური დარბაზი“ და „ლოდთა დარბაზი“. დამახასიათებელია სხვადასხვა ფორმის ღრმულები, რომელიც წარმოქმნილია კოროზიის შედეგად. მღვიმე ძალზე მდიდარია ქიმიური წარმონაქმნებით. არის სტალაქტიტები, რომლებსაც მინიატურული ფორმა აქვს. აქვეა სტალაგმიტები, სტალაგნატები, იშვიათი ჰელიქტიტები და ჰელიგმიტებიც კი. გვხვდება ასევე დიდ სისქის ნგრეული მასალა. ჰავა დინამიურია. გაედინება ნაკადული, რომელიც პატარა ტბას აჩენს. დამახასიათებელია ფაუნის ელემენტები. გავლა ადვილია.
საკუთრივ სათაფლიის მღვიმიდან 600 მეტრში იხსნება სათაფლიის III მღვიმე, რომელიც ზღვის დონიდან 405 მეტრზე მდებარეობს. შედარებით პატარაა. არის სტალაქტიტები და ნაღვენთები. გავლა ადვილია.
საირმის კურორტი
საირმის წყლების შესახებ პირველი ცნობები XIX საუკუნის საუკუნის 90-იან წლების წყაროებში გვხვდება. იმერეთში ტყეებში მონადირეებმა შენიშნეს, რომ ირმებს ამოჩემებული ჰქონდათ ერთი ადგილი, სადაც ხშირად მიდიოდნენ. ხალხში გავრცელებული თქმულების თანახმად, საირმის წყალი დაჭრილი ირმის კვალს ადევნებულმა მონადირე ძმებმა აღმოაჩინეს. წყარო ჟანგით გაწითლებულ ქვებზე მიედინებოდა, მის გარშემო კი ყველაფერი მარილს გადაეთეთრებინა. ირმის ჯოგები მარილს და წყალს მორიგეობით ეტანებოდნენ. სწორედ მათი სიმრავლის გამო უწოდეს ამ ადგილს საირმე.
საოცარი მოვლენების გამო აქაურობას მწყემსებმაც მიაქციეს ყურადღება: მათ შეამჩნიეს, რომ ირმების წყაროდან დაახლოებით 3 კმ-ის მოშორებით, ერთ ადგილას ბალახი მუდამ მწვანედ ბიბინებდა, თოვლს არ დებდა, მიწა კი წვიმის გადაღებიდან რამდენიმე წუთში მშრალი იყო. „ჯადოსნური ველის“ საიდუმლოს 20-იან წლებში აეხადა ფარდა, როდესაც გეოლოგებმა მიწაში ცხელი მინერალური წყალი აღმოაჩინეს.
საირმის წყლების მეცნიერული შესწავლის პირველი მცდელობა ვინმე ექიმ კელენჯერაძის სახელს უკავშირდება ბაღდათელი კელენჯერაძე იმხანად ჯერ ისევ სტუდენტი იყო. სწორედ მან წაიღო 1912 წელს პეტერბურგში გამოსაკვლევად ნიმუშები. მათ პეტერბურგის სამხედრო აკადემიის პროფესორმა ცვეტმა პირველი ქიმიური ანალიზი ჩაუტარა. აღმოჩნდა რომ წყალი სამკურნალო თვისებებით იმ დროისთვის სახელგანთქმულ „ნარზანს" სჯობდა, თავად ერისთავის სამფლობელოდან გაგზავნილი ნიმუშებით პეტერბურგში დაინტერესდნენ, მომდევნო წლებში საირმის წყლების შესწავლით ლატვიელი მეცნიერი რობერტს კუპცისი დაკავდა. იგი იმპერატორ ნიკოლოზ მეორის ბრძანებით იკვლევდა კავკასიის, კერძოდ კი საქართველოს მინერალურ წყლებს.
ე ს ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ა

Комментариев нет:
Отправить комментарий